Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი: არჩევნები რუსეთში არ იყო თავისუფალი და სამართლიანი


ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გაკრიტიკებულია რუსეთში 4 მარტს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საარჩევნო პროცესი „არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“, რადგან შექმნილი იყო ერთი კანდიდატისათვის ხელსაყრელი პირობები. რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ვლადიმირ პუტინისადმი, უარი თქვას ოპოზიციის მიმართ აგრესიულ რიტორიკაზე. ამასთან, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ადასტურებენ ევროკავშირის მზადყოფნას, ითანამშრომლოს რუსეთთან პოლიტიკური სისტემისა და ეკონომიკის მოდერნიზაციის საქმეში.
XS
SM
MD
LG