Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში აფეთქების მომწყობის დედა, შვილის სიკვდილით დასჯის გადადებას ითხოვს


მინსკში აფეთქების მოწყობაში ბრალდებული და სიკვდილმისჯილი პირის დედამ მიმართა ბელორუსიის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკას, ერთი წლით მაინც გადადონ მისი შვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულება. ლიუბოი კავალიოვამ ჩვენს რადიოს უთხრა, რომ მან პრეზიდენტს განაჩენის აღსრულების გადადება სთხოვა მანამ, სანამ მისი ვაჟი თავისი მიმართვაზე მიიღებდეს გაეროსგან პასუხს. ლუკაშენკამ ორ ასეთ თხოვნაზე უარი განაცხადა. კავალიოვას ვაჟი, ულადი, და ძმიტრი კანავალაუ შარშან აპრილში სცნეს დამნაშავედ მინსკის მეტროში აფეთქების მოწყობის გამო. ამ აქტს 15 ადამიანი შეეწირა და ორი ათასი დაშავდა.
XS
SM
MD
LG