Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეჯეპ ტაიპ ერდოანმა უარი თქვა გერმანიაში ჩასვლაზე


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გადაწყვიტა აღარ ჩავიდეს გერმანიის ქალაქ ბოხუმში, სადაც დღეს ტოლერანტობის პრესტიჟული პრემიის „შტაიგერ ავარდის“ გადაცემის ცერემონია გაიმართება. ერდოანმა ჩაუსვლელობის მიზეზად დაასახელა 16 მარტს ავღანეთში მომხდარი თურქეთის კუთვნილი შვეულმფრენის კატასტროფა, რომლის შედეგადაც 12 სამხედრო და ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა. რეჯეპ ტაიპ ერდოანის უარმა, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია გერმანიაში. თურქეთის პრემიერ-მინისტრ აღნიშნული პრემია უნდა გადასცემოდა, როგორც თურქეთის წარმომადგენელს „გერმანია-თურქეთის მეგობრობის 50 წლისთავთან დაკავშირებით“.
XS
SM
MD
LG