კაიროში გარდაიცვალა ეგვიპტის კოპტური ეკლესიის პატრიარქი, შენუდა მესამე. ეგვიპტის უდიდესი ქრისტიანული ეკლესიის მეთაური 88 წლისა იყო და ბოლო წლებში მძიმედ იყო დაავადებული. შენუდა მესამე ალექსანდრიისა და მთელი აფრიკის 117-ე პატრიარქის ტიტულს ატარებდა. გარდაცვლილი პატრიარქი კოპტურ ეკლესიას სათავეში ედგა 40 წლის განმავლობაში.
ყველაზე პოპულარული
1