Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკლესიის სახელს ერის კაცები ბოროტად იყენებენ


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მოუწოდებს მრევლს, რათა არ ენდოს იმ ერისკაცებს, რომლებიც ეკლესიის სახელს ამოფარებულები ადამიანებს ფინასური დახმარების გაწევისაკენ მოუწოდებენ. “მე მივეცი ლოცვა-კურთხევა ჩვენს სამღვდელოებას, რომ ხატი მიაბრძანონ ოჯახებში და პარაკლისი შეასრულონ სრულიად უფასოდ, არავითარი ფული საჭირო არ არის. სამღვდელოება ამას ასრულებს, მაგრამ გამოჩნდნენ ერის ადამიანები, რომელნიც ავრცელებენ ხმას, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოვდივართო, ითხოვენ ფულს და დახმარებას. ეს სწორი არ არის”, - განაცხადა ილია მეორემ და აღნიშნა, რომ თუ მოძღვარი არ არის, მრევლმა ერის ადამიანი, თუნდაც ხატით მისული სახლში არ უნდა მიიღოს. თუმცა, ვინ არიან ეკლესიის სახელით მოქმედი „ერის ადამიანები“, ილია მეორეს არ დაუკონკრეტებია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით, მარხვის დღეებში ნებადართული მართლამდიდებლური ეკლესიებიდან ხატების სახლებში მიტანა, რაც ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება.
XS
SM
MD
LG