Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრიპოლი სენუსის გადაცემას მოითხოვს


სირიის ხელისუფლება მოითხოვს, რომ გადასცენ დაზვერვის ყოფილი უფროსი აბდულა ალ სენუსი. შაბათს პოლიციამ მავრიტანიაში დააპატიმრა ლიბიის ყოფილი დიქტატორის მუამარ კადაფის მთავრობის დაზვერვის უფროსი აბდალა სენუსი. მისი დაპატიმრება მოხდა პაარასკევ ღამით ნუაკშოტას აეროპორტში. სენუსი მავრიტანიაში კასაბლანკიდან ყალბი პასპორტით შესვლას ცდილობდა. სენუსი დაპატიმრების ორდერი ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ 2011 წლის ივნისში გასცა, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო. მსგავსი ორდერით ნოემბერში პოლიციამ კადაფის შვილი - საიფ ალ ისლამი დააპატიმრა.
XS
SM
MD
LG