Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში მიმდინარეობს დამნაშავის მასშტაბური ძებნა


საფრანგეთში ორშაბათს მომხდარი თავდასხმის შემდეგ დამნაშავის ძებნა მიმდინარეობს. 19 მარტის შემთხვევას პოლიცია აკავშირებს გასულ კვირაში მომხდარ ორ თავდასხმასთან, რომლებსაც სამი ჩრდილოაფრიკული წარმოშობის სამხედრო ემსხვერპლა. სამივე თავდასხმისას გამოყენებული იყო ერთი და იგივე იარაღი და მოპარული მოტოციკლი. სატრანსპორტო საშუალება პირველ თავდასხმამდე ხუთი დღით ადრეა მოპარული. პირველად ხდება, რომ საფრანგეთში "წითელი ფერის განგაშია” გამოცხადებული. უსაფრთხოების ზომები ხელისუფლებას საშუალებას აძლევს განახორციელოს შერეული - სამხედრო-პოლიციური პატრულირება, გააუქმოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და დახუროს სკოლები. ბადრაგია განთავსებული ყველა რელიგიურ სასწავლებელთან, აგრეთვე ყველა ებრაული და მუსულმანური ორგანიზაციის შენობასთან. დღეს, 11 საათზე საფრანგეთის ყველა სკოლაში დუმილით მიაგებენ პატივს დაღუპულებს.
XS
SM
MD
LG