Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩის განცხადებებს გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები


საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ აშშ-ის ელჩის განცხადებებს გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა შოთა მალაშხიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად, მაგრამ კონკრეტული საკითხების გადაწყვეტისას პრიორიტეტებს ქართული მხარე განსაზღვრავს. მალაშხიას თქმით, ყველას, მათ შორის ელჩებსაც აქვთ საკუთარი აზრების გამოთქმის უფლება, მაგრამ მათი გათვალისწინება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ჩათვლის ამას საჭიროდ ქართული მხარე. საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ელჩის პოზიცია ანგარიშგასაწევია, მაგრამ დირექტივას არ წარმოადგენს. ”აშშ-ის ელჩი საქართველოს ხელისუფლებას დირექტივას ვერ მისცემს, მაგრამ თუ მაინც აძლევს და ხელისუფლება იღებს, ასეთი არც ხელისუფლება მინდა და არც ელჩი”, - განაცხადა ბობოხიძემ.
XS
SM
MD
LG