Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზანში ისევ გაიმართა დემონსტრაცია


რუსეთში, თათრეთის დედაქალაქ ყაზანში ათობით ადამიანი შეიკრიბა აქციაზე მოთხოვნით, შეხვდნენ მოსკოვიდან ჩასულ გამომძიებელს, რომელმაც უნდა შეამოწმოს, როგორ მიმდინარეობს პოლიციის განყოფილებაში დაკავებული პირის გარდაცვალების მიზეზთა გამოძიება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ბასტრიკინი ოთხშაბათს ჩავიდა ყაზანში და მართავს შეხვედრებს 52 წლის მამაკაცის, სავარაუდოდ, პოლიციელების სისასტიკის შედეგად გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ინციდენტი მიმდინარე თვეში მოხდა. პოლიციელებს ადანაშაულებენ დაკავებულის ცემასა და შამპანურის ბოთლით გაუპატიურებაში, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა. ამ ინციდენტის გამო ყაზანში უკვე არაერთი საპროტესტო გამოსვლა გაიმართა.
XS
SM
MD
LG