საქართველოს პარლამენტი რუსეთის ქალაქ სამარაში მამუკა კახიშვილის მკვლელობის გამო სავარაუდოდ, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა. მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ერთ-ერთი სამართალდამცავი უწყება მამუკა კახიშვილის მკვლელობის შესახებ აგროვებენ დამატებით ინფორმაციას, რომლის ანალიზის საფუძველზე, პარლამენტი რეაგირების კონკრეტულ გეგმავს დასახავს. წიკლაურის განცხადებით, დეპუტატები აპირებენ კახიშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრასაც. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ რუსეთში საქართველოს მოქალაქეები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული არ არის. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მამუკა კახიშვილი სამარელი სამართალდამცავების მიერ ცემის შედეგად თებერვალში გარდაიცვალა.
პარლამენტმა შესაძლოა, მამუკა კახიშვილის მკვლელობის გამო, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართოს
ყველაზე პოპულარული
1