Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 20 დეპუტატი აირჩიეს


სააგენტო „ინტერფაქსის“ თანახმად, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 20 დეპუტატი იქნა არჩეული. როგორც დე-ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება, წინასწარი მონაცემებით ახალი პარლამენტის შემადგენლობაში მოხვდა პრო-სამთავრობო პარტიის, „ერთიანი აფხაზეთის“ მიერ წარდგენილი 2 კანდიდატი და ოპოზიციური პარტიის, „სახალხო ერთიანობის ფორუმის“ 3 წარმომადგენელი. დანარჩენი 15 დეპუტატი საინიციატივო ჯგუფების მიერ იყო წარდგენილი. მათგან 9 მოქმედი პარლამენტის დეპუტატია. გავრცელებული ცნობებით, ამჟამინდელი სპიკერი, ნუგზარ აშუბა და ვიცე-სპიკერი ირინა აგრბა მეორე ტურში თავიანთ კონკურენტებთან დამარცხდნენ. დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა 10 აპრილს გაიმართება.
XS
SM
MD
LG