Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს 30 თალიბი


ნატოს ძალებისა და ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, დღეს ავღანეთის დასავლეთში, ფარას პროვინციაში 30 თალიბი მეამბოხე მოკლეს. ნატოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ავღანეთის არმიის პატრულს დაესხნენ თავს გულისტანის რაიონში. ავღანელმა ჯარისკაცებმა დახმარება მოითხოვეს. ნატოს თვითმფრინავებმა თალიბანის პოზიციები დაბომბეს, რის შედეგადაც მოკლულია ”ბევრი მეამბოხე”. ფარას პროვინციის ვიცე-გუბერნატორის განცხადებით, დაპირისპირებისას სამი ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა. მისივე ინფორმაციით, დაპირისპირება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.
XS
SM
MD
LG