Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ და ევროკავშირმა „ასოცირების ხელშეკრულების“ პარაფირება მოახდინეს


პარასკევს ბრიუსელში ევროპის კავშირმა და უკრაინამ „ასოცირების ხელშეკრულების“ პარაფირება მოახდინეს. დოკუმენტის პარაფირების ცერემონიას უკრაინის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაველ კლიმკინი, ევროკავშირის მხრიდან კი საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიროსლავ ლაიჩაკი ესწრებოდნენ. როგორც ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულემ განაცხადა, „დოკუმენტის პარაფირება პირველი ნაბიჯია, ხოლო მისი ხელმოწერა და რატიფიცირება კი უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე იქნება დამოკიდებული.“ ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ექსპრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც სასამართლომ 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო, პოლიტიკური მოტივების გამო იდევნება. 30 მარტს პარაფირებული „ასოცირების შეთანხმება“ განსაზღვრავს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობის პირობებსა და ჩარჩოებს, მაგრამ მასში არაფერია ნათქვამი უკრაინისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
XS
SM
MD
LG