შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოიწონა სანქციები, რომელთა მიზანია ირანის ნავთობის ექსპორტის შეზღუდვა ისე, რომ ამან ზარალი არ მიაყენოს ამერიკის მოკავშირეებს. ეს ნაბიჯი შესაძლებელს ხდის სანქციები დაუწესდეს უცხოეთის ბანკებს, რომლებიც ირანის ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციებისთვის არიან მასუხისმგებელი. სანქციების მიზანია კიდევ უფრო მეტად მოაქციოს იზოლაციაში ირანის ცენტრალური ბანკი, რომლის გზითაც ხორციელდება ირანის ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებული თითქმის ყველა გარიგება. სანქციები, რომლებიც კონგრესმა მიიღო, ივნისის ბოლოდან ამოქმედდება. ესაა პასუხი ეჭვებზე, რომ თეირანი ბირთვულ იარაღს ამზადებს. ირანის ნავთობზე ევროპის კავშირის ემბარგო, რომელიც იანვარში დამტკიცდა, ივლისიდან ამოქმედდება.
ყველაზე პოპულარული
1