დიდ ბრიტანეთსა და არგენტინში დღეს ფოლკლენდის კუნძულების ომის დაწყების 30 წლისთავს აღნიშნავენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა კვლავაც მზადაა დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი ფოლკლენდის კუნძულებში. 1982 წლის 2 აპრილს არგენტინის არმიამ დაიწყო ატლანტის ოკეანის სამხრეთში მდებარე ფოლკლენდის კუნძულების დაკავების ოპერაცია. არგენტინა ამ კუნძულებზე პრეტენზიას მეცხრამეტე საუკუნიდან აცხადებს. რამდენიმე თვეში ბრიტანელებმა შესძლეს არგენტინელებვის განდევნა. ბრძოლებში 250 ბრიტანელი და 650 არგენტინელი სამხედრო დაიღუპა.
ყველაზე პოპულარული
1