Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, დღეს მოსკოვის ”კაჩალოვსკის” ბაზარში მომხდარი ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. საგანგებო ვითარებათ სამინისტროს მონაცემებით, დაიწვა 50 კვადრატული მეტრი ფართობი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი ელექტროგამათბობელი მოწყობილობის გაუმართაობა, ან მოკლე ჩართვა იყო. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დაღუპულ მუშებს არ გააჩნდათ ევაკუაციის საშუალება. ისინი საწყობის ორსართულიან ლითონის მიშენებაში ათევდნენ ღამეს. შენობას არ გააჩნდა პირდაპირი გამოსასვლელი. ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეებს მიშენების კედლების გაჭრა დასჭირდათ. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა შუა აზიიდან მიგრანტები იყვნენ. რუსეთის მედიის ინფორმაციით, ისინი ტაჯიკები იყვნენ. მოსკოვის ბევრ ბაზარში შუა აზიიდან ჩასულ მოქალაქეებს იაფად ქირაობენ და არ უზრუნველყოფენ მათ სათანადო საცხოვრებლით.
XS
SM
MD
LG