Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარაევოში ალყის დაწყების მეოცე წლისთავს აღნიშნავენ


სარაევოს მთავარი პროსპექტის გასწვრივ ზუსტად 11,541 წითელი სკამი ჩაამწკრივეს. სწორედ ამდენი ადამიანი - კაცები, ქალები და ბავშვები - დაიხოცა ქალაქზე შემორტყმული ალყის პირობებში, რომელიც ზუსტად ორი ათეული წლის წინ ამოქმედდა. ბოსნიის დედაქალაქი დღეს ბოსნიელი სერბების მიერ ქალაქზე ალყის შემორტყმიდან მეოცე წლისთავს აღნიშნავს. ალყა 44 თვის განმავლობაში გაგრძელდა. ალყის შემორტყმით ბიძგი მიეცა ბოსნიაში 1992-1995 წლების ომის დაწყებას, რომელსაც 100,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2.2 მილიონი კი ლტოლვილად იქცა. სარაევოში იმყოფება ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, დეიზი სინდელარი, რომელიც გვატყობინებს, რომ პარასკევის ღონისძიებებს სარაევოში ბევრი აღიქვამს მსხვერპლთა კოლექტიური გახსენების პირველ შესაძლებლობად.
XS
SM
MD
LG