Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი შეშელის ცოლი სერბიის პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებს


სერბიის ულტრანაციონალისტთა განცხადებით, ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირის, ვოისლავ შეშელის ცოლი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე აპირებს კენჭისყრას, მაისში დანიშნულ არჩევნებზე. სერბიის რადიკალური პარტიის ცნობით შეშელმა - რომელიც პარტიის ლიდერია - ჰააგის ციხიდან გასცა ბრძანება, რომ პარტიის კანდიდატი იადრანკა შეშელი უნდა იყოს. აქამდე იადრანკა შეშელი პოლიტიკაში არასოდეს ყოფილა ჩართული. ვოისლავ შეშელს ბრალი ედება არა-სერბი ეთნოსების წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ სისასტიკეში მონაწილეობაში, 1990-იანი წლების ხორვატიის და ბოსნიის ომების დროს. 6 მაისის არჩევნებში მთავარ კანდიდატებად ითვლებიან პრო-დასავლელი ბორის ტადიჩი - რომელიც სერბიის პრეზიდენტის პოსტიდან ამ კვირაში გადადგა და გზა გაუხსნა არჩევნების ჩატარებას - და ტომისლავ ნიკოლიჩი, სერბიის პროგრესული პარტიის ლიდერი და შეშელის ყოფილი მოკავშირე.
XS
SM
MD
LG