Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოდორკოვსკის ყოფილ პარტნიორს ბრალდება წაუყენეს


რუსეთის პროკურატურამ ბრალდება წაუყენა საპატიმროში მყოფი ყოფილი მაგნატის, იუკოსის ყოფილი ხელმძღვანელის5 მიხაილ ხოდორკოვსკის ყოფილ პარტნიორს, ელექსეი სპირიჩევს. სპირიჩევი, როცა იუკოსის ხელმძღვანელეობა დააპატიმრეს, უცხოეთში გაიქცა და ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. პროკურატურის თანახმად, სპირიჩევი ხელმძღვანელობდა ფიქტიურ ფირმებს და თავს არიდებდა გადასახადების გადახდას, რისი გზითაც 300 მილიონი დოლარი მოიგო. სპირიჩევის ადვოკატის თანახმად, ეს ბრალდება ნაწილია „იუკოსის ყალბი საქმისა“. იუკოსის მფლობელები ხოდორკოვსკი და ლებედევი გადასახადების გადაუხდელkბის და ნავთობის მიტაცების გამო გასამართლეს და 13 წლიან პატიმრობას იხდიან. განაჩენი მიჩნეულია ოპოზიციური პარტიების დაფინანსების გამო მაგნატების მიმათ კრემლის სასჯელად.
XS
SM
MD
LG