Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მოკლეს მუსულმანი საზოგადო მოღვაწე


მოსკოვში მოკლეს მუსულმანი საზოგადო მოღვაწე, აზერბაიჯანის მოქალაქე - 33 წლის მეთინ მეხტიევი. სააგენტოები, სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მეხტიევის გვამი, დანით მიყენებული ჭრილობებით გუშინ საღამოს იპოვნეს. წინასწარი მონაცემებით, მეხტიევს, რომელიც ცოლისა და ორი თვის შვილის დასახვედრად ემზადებოდა, თავს დაესხნენ, როცა მაღაზიაში გავიდა სურსათისთვის. მოკლულის ნათესავები და მეგობრები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა ნაციონალურ ნიადაგზე მოხდა. მოწმეთა მონათხრობის მიხედვით, მეხტიევს თავს დაესხა ხუთკაციანი ბანდა, რომელშიც ახალგაზრდა ქალიც შედიოდა, ჯერ სცემეს, შემდეგ კი ყელი გამოჭრეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მეთინ მეხტიევი 2011 წლის მაისამდე რუსეთის ისლამური კულტურის ცენტრში მუშაობდა.
XS
SM
MD
LG