Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის ოკეანის გარშემო მოიხსნა ცუნამის შესახებ გაფრთხილება


ინდოეთის ოკეანის გარშემო მოიხსნა ცუნამის შესახებ გაფრხილება, რომელსაც ინდონეზიაში, აჩეს პროვინციაში დღეს მომხდარმა ორმა ძლიერმა მიწისძვრამ მისცა ბიძგი. როგორც იუწყებიან, 8,6 და 8,2 მაგნიტუდის მიწისძვრებს პანიკა მოჰყვა. სანაპირო ზონებში მდებარე ქალაქებიდან მოსახლეობამ გასვლა დაიწყო. მნიშვნელოვანი ზარალის, ან ცუნამის ტალღების შეახებ ცნობები არ არის. 2004 წლის დეკემბერში მომხდარმა ცუნამიმ 170,000-მდე ადამიანი იმსხვერპლა აჩეში, დაახლოებით 230,000 ადამიანი კი რეგიონის 13 ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG