Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანმა შესაძლოა რაკეტა უკვე ხუთშაბათს გამოსცადოს


ჩრდილოეთმა კორეამ შესაძლოა რაკეტის გაშვების პროცესი უკვე დღეს დაიწყოს. ფხენიანს არ დაუზუსტებია როდის აპირებს თავისი გეგმის სისრულეში მოყვანას. ოთხშაბათს ოფიციალური პირებ აცხადებდნენ, რომ რაკეტა საწვავით ივსება. აშშ და სხვა ქვეყნები ეჭვობენ, რომ ჩრდილოეთი კორეა რაკეტის გაშვების საბაბით გრძელი რადიუსის რაკეტის გამოცდას გეგმავს - რასაც მას გაეროს მიერ დაწესებული სანქციები უკრძალავს. ფხენიანი კი აცხადებს, რომ რაკეტა ორბიტაზე ამინდის გამომცნობ თანამგზავრს განათავსებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰიკლარი კლინტონმა ფხენიანი გააფრთხილა, არ განახორციელოს გეგმა და განაცხადა, ეს „რეგიონული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხე იქნებაო“. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, ჯეი კარნიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ ფხენიანი თავის ვალდებულებების ასე უხეშად დაარღვევს, აშშ სისრულეში ვერ მოიყვანს ჩრდილოეთ კორეის საკვებით დახმარების პროგრამას.
XS
SM
MD
LG