Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ცეცხლის შეწყვეტიდან მეორე დღეს საპროტესტო აქციები გაიმართა


პარასკევს, გაეროს შუამავლობით შემუშავებული, „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების“ ამოქმედებიდან მეორე დღეს, სირიის ქალაქების ქუჩებში ათასობით მოქალაქე გავიდა ანტი-სამთავრობო აქციებში მონაწილეობის მისაღებად. აქტივისტების ცნობით, სხვადასხვა ადგილას სამი ადამიანი იქნა მოკლული მაშინ, როცა უსაფრთხოების ძალებმა აქციების დასაშლელად ცეცხლი გახსნეს. არის ცნობები უსაფრთხოების ძალების მიერ ჰაერში სროლის და დემონსტრანტების ცემის შესახებაც - თუმცა, როგორც სჩანს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დიდწილად შენარჩუნებულია. სირიის კრიზისში გაეროსა და არაბთა ლიგის ერთობლივი წარმომადგენლის, კოფი ანანის პრეს-მდივანმა ჟენევაში განაცხადა, ცეცხლის შეწყვეტა „მეტნაკლებად დაცულია“, მაგრამ ანანმა იცის, რომ სირიაში შექმნილი ვითარება იდეალური არ არისო.
XS
SM
MD
LG