Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეთრინ ეშტონი: ირანთან მოლაპარაკება სასარგებლო და კონსტრუქციული იყო


ევროპის კავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა განაცხადა, რომ “ხუთი პლუს ერთი“, მსოფლიოს ხუთ სახელმწიფოსა და ირანს შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი, ბაღდადში, 23 მაისს გაიმართება. ეს ეშტონმა განაცხადა სტამბოლში, სადაც შედგა ბოლო ერთი წლის მანძილზე ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო პირველი ასეთი შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე, ეშტონმა თქვა, რომ მოლაპარაკება სასარგებლო და კონსტრუქციული იყო. ეს მოლაპარაკება შესაძლებობაა ირანისა და მსოფლიოს ხუთ სახელმწიფოს, გაეროს უშიშიროების საბჭოს ოთხ მუდმივ წევრისა და გერმანიისთვის, გამოძებნონ მშვიდობიანი გზა იმ ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელიც ახლავს ეჭვს, რომ თეირანი თავის ბირთვულ პროგრამას ატომური იარაღის შესაქმნელად იყენებს. ირანი თვითონ აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამშვიდობო მიზნებს ემსახურება. ბირთვულ სფეროში თანამშრომლობაზე უარის გამო, დასავლეთმა ირანის მიმართ, სხვათა შორის, ეკონომიკური სანქციები დააწესა.
XS
SM
MD
LG