მოსკოვიდან გავრცელებული ცნობებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ გრუშკო აშშ-ს და ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს შეცვალონ პოზიცია, რომელზეც ისინი ევროპაში დაგეგმილ ანტი-სარაკეტო სისტემასთან მიმართებით დგანან. ვრცელდება გრუშკოს ციტატა - რომ ამ გეგმის მხარდაჭერის გაგრძელება აზრს დაუკარგავს კრემლისა და ნატოს წარმომადგენლებს შორის ამ თემაზე დაგეგმილ მოლაპარაკებას. ხუთშაბათს, 19 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბრიუსელში უნდა შეხვდეს ნატოს ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ჩათვლით. ანტი-სარაკეტო სისტემის თაობაზე ნატოს გეგმა, როგორც ვარაუდობენ, ამ შეხვედრაზე ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხი იქნება. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ასეთი სისტემა ირანის ბირთვული პროგრამის გამოა აუცილებელი. კრემლის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ამგვარი სისტემა რუსეთის ბირთვული შესაძლებლობების დასუსტების შესაძლებლობას შექმნის.
ყველაზე პოპულარული
1