Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთმა გამოცადა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა


ინდოეთის მედია იუწყება, რომ დღეს ინდოეთმა გამოცადა გრძელი რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, რომლითაც ბირთვული ქობინის გადატანაა შესაძლებელი. ”აგნი-5” დღეს დილით ინდოეთის აღმოსავლეთი სანაპიროდან, ვილერის კუნძულიდან გაუშვეს. მოგვიანებით ინდოეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გამოცდა წარმატებული იყო. რაკეტის რადიუსი 5000 კილომეტრია და სურვილის შემთხვევაში, ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში არსებულ სამიზნეს მიწვდება. ჩინეთის ინგლისურენოვანი გაზეთი Global Times-ი წერს, რომ ინდოეთმა ”ზედმეტად არ უნდა შეაფასოს თავისი ძალები”. დღემდე ასეთი სიშორის რაკეტებს ფლობდნენ გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი და ისრაელი.
XS
SM
MD
LG