Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაცემის „დაჩქარების“ მოწოდებით გამოდის


ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი გამოდის მოწოდებით, „დაჩქარდეს“ ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ნატოს მხრიდან ავღანეთის ძალებისთვის გადაცემა. კარზაის მოწოდების ფონია გავრცელებული ფოტოები - ისინი, როგორც სჩანს, ასახავს ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც პოზებს იჭერენ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ავღანელების გვამების ფონზე. ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში კარზაი ამგვარი ფოტოების გადაღების და გავრცელების პრაქტიკას „საზიზღარს“ უწოდებს. კარზაი იხსენებს, რომ წარსულში მსგავსმა ინციდენტებმა პროტესტი და სიბრაზე გამოიწვია როგორც ავღანელების, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ფოტოები, რომლებიც, როგორც ცხადდება, 2010 წელს არის გადაღებული, „ლოს-ანჯელეს ტაიმსმა“ გამოაქვეყნა ოთხშაბათს. აშშ-ის მთავრობა ამბობს, რომ „მკაცრად გმობს“ ფოტოებზე ასახული ჯარისკაცების ქმედებებს. თავდაცვის მინისტრ ლეონ პანეტას განცხადებით, ფოტოები არ ასახავს ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროების „ღირებულებებს“. პანეტა დამნაშავეთა დასჯის დაპირებით გამოდის.
XS
SM
MD
LG