Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტში დღეს "სამთავრობო საათი" გაიმართა


საქართველოს პარლამენტში დღეს "სამთავრობო საათი" გაიმართა. ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ დეპუტატთა შეკითხვებზე უნდა ეპასუხათ განათლების, შინაგან საქმეთა, კულტურის და მეცნიერების და სასჯელაღსრულების და იურიდიული დახმარების მინისტრებს. მათთვის წერილობით დასმული 26 შეკითხვიდან უმეტესი პასუხგაუცემელი დარჩა.
განათლების და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უწყების წარმატეტებზე ისაუბრა და დეპუტატების ბევრ შეკითხვას არ უპასუხა. ასეთივე იყო შინაგან საქმეთა მინისტრისს ვანო მერაბიშვილის გამოსვლა. მან ბრალდება, რომ პოლიცია პოლიტიზებულია, უარყო არგუმენტით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში აქვს 87 პროცენტიანი ნდობა. მანვე განაცხადა, რომ სისტემიდან კორუმპირებული თანამშრომლები იქნენ დათხოვნილი, რომ ბოლო სამ წელიწადში შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას არ დაღუპულა არცერთი პოლიციალი და მოქალაქე. კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურამ, თავის სფეროში, საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხების განმარტება მიაწოდა დეპუტატებს. დეპუტატებმა სასჯელაღსრულების და იურიდიული დახმარების მინისტრს ხათუნა კალმახელიძის გადადგომა ურჩიეს სისტემაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო.
XS
SM
MD
LG