Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი მინისტრ შაშკინს რეკომენდაციას აძლევს


სოციალური მომსახურების და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოების არაეფექტური მუშაობის გამო, ორი მოზარდის ბედი გაურკვეველია. ამის შესახებ სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც აღმზრდელობით დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მომზადდა. კერძოდ, ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო უწყებებს შორის არაკოორდინირებული მუშაობის შედეგად, თელავის ბავშვთა სახლში მცხოვრები მოზადრი ძმები, დამნაშავეებად იქცნენ. ომბუდსმენის შეფასებით, აღნიშნული შემთხვევა ბავშვთა სახლის პერსონალისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკს შორის თანამშრომლობის ნაკლებობის ტიპური მაგალითია. “სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლების უმოქმედობის თუ არაადეკვატური მოქმედების შედეგად, დაზარალდნენ არასრულწლოვნები, რომელთა ბედიც დღესდღეობით გაურკვეველია”, - წერია ანგარიშში. სახალხო დამცველი ჯანდაცვის მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს, უზრუნველყოს სამინისტროს დაქვემდებარებულ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შორის ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
XS
SM
MD
LG