Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელმა მეამბოხეებმა 12 ჯარისკაცი დახოცეს


სირიის სადამკვირვებლო ჯგუფის ინფორმაციით, ოპოზიციური ძალების მებრძოლებმა სამთავრობო ჯარების სულ მცირე 12 სამხედრო პირი დახოცეს ქვეყნის აღმოსავლეთ დეირ ალ ზორის პროვინციაში მიმდინარე ბრძოლების შედეგად. ლონდონში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ჯგუფის თანახმად, ბრძოლებს ადგილი ჰქონდა ბუსიარას რეგიონში, სადაც ოპოზიციის მებრძოლებს ბაშარ ასადის მიმართ ლოიალურად განწყობილი ძალები რაკეტებსა და ტყვიამფრქვევების ცეცხლს უშენდნენ. ბრძოლის დროს დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირი და დაინგრა სკოლის შენობა.
XS
SM
MD
LG