Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: ავღანეთში მთავრდება „ომის დრო“


შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ავღანეთში მთავრდება „ომის დრო“ და ალ-ყაიდის დამარცხება შორს აღარ არის. ობამამ ამ საკითხზე ისაუბრა ავღანეთში, ბაგრამის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მას შემდეგ, რაც ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას ორი ქვეყნის სტრატეგიული პარნტიორობის შესახებ. ობამას გამოსვლა შეერთებულ შტატებში ტელევიზიის პრაიმ ტაიმით აჩვენეს. „ჩემო თანამემამულე ამერიკელებო, ჩვენ ათ წელიწადზე მეტი ვიარეთ ომის შავი ღრუბლებით დაფარულ გზაზე. და მიუხედავად იმისა, რომ აქ ავღანეთში კვლავ სუფევს განთიადის წინა წყვდიადი, ჰორიზონტზე შეგვიძლია ახალი დღის სინათლის დანახვა,“ განაცხადა ობმამ ავღანეთში წუხანდელი ვიზიტისას. იქვე მან თალიბებს მოუწოდა, უარი თქვან ძალადობაზე და ჩაერთონ მოლაპარაკებაში დაპირისპირებისათვის ბოლოს მოსაღებად.
XS
SM
MD
LG