Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კონტროლის პალატამ განცხადებით უპასუხა სახალხო დამცველის დასკვნას


საქართველოს კონტროლის პალატამ განცხადებით უპასუხა სახალხო დამცველის დასკვნას იმის შესახებ, რომ პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოქალაქეებისგან ახსნა-განმარტებების მიღებისას არაერთი კონკრეტული უფლება დაირღვა. კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილის თინა ბოკუჩავას განცხადებით, კონტროლის პალატა პოლიტიკურ კორუფციასთან მიმართებით მოქმედებდა, საქმიანობას კანონმდებლობის შესაბამისად განაგრძობს და მისთვის მნიშვნელოვანია პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის მოსაზრება. ბოკუჩავას თქმით, კონტროლის პალატამ უკვე დანერგა გარკვეული სიახლეები, მათ შორის თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენება და მოქალაქეების კონსულტირება. ”კონტროლის პალატა აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს საქმიანობის პროცედურა და აისახოს შესაბამისი მეთოდოლოგიის დოკუმენტში” - განაცხადა თამარ ბოკუჩავამ. მისი თქმით, მონიტორინგის სამსახური ახლად შექმნილია და მნიშვნელოვანია, რომ მისი საქმიანობის დახვეწა კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდეს.
XS
SM
MD
LG