Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი: აშშ კვლავაც იჩენს ინტერესს უსინათლო ჩინელი დისიდენტის მიმართ


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, შეერთებული შტატები კვლავაც გამოიჩენს ინტერესს ჩინელი დისიდენტის, ჩენ გუანჩენის მიმართ მას შემდეგ, რაც ჩინეთს შეუთანხმდა მისი უსაფრთხოების საკითხზე. კლინტონმა, რომელიც პეკინში ვიზიტით იმყოფება, დაადასტურა ცნობა, რომ პეკინთან მიღწეულია შეთანხმება უსინათლო დისიდენტის თაობაზე. ჩენ გუანჩენს ნათქვამი აქვს, რომ სცემდნენ შინაპატიმრობაში ყოფნისას. დისიდენტმა თავი შეაფარა პეკინში შეერთებული შტატების საელჩოს მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში გაიქცა შინაპატიმრობიდან. ოთხშაბათს ჩენ გუანჩენმა დატოვა შეერთებული შტატების საელჩო, რადგან დაჰპირდნენ, რომ მას და მის ოჯახს ჩინეთში უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ.
XS
SM
MD
LG