Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ირანს აფრთხილებს


გაეროს უშიშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა გააძლიერეს ზეწოლა ირანზე მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე საერთაშორისო შეშფოთების გამო. აშშ-მა, რუსეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც მოუწოდებენ თეირანს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მოლაპარაკებაში წინსვლის მიზნით. ისინი ირანზე ზეწოლას ახდენენ, დაუშვას საერთოშირისო ატომური სააგენტო შესაბმის ბირთვულ ობიექტებზე და მიაწოდოს მას ინფორმაცია. ირანმა და გაეროს უშიშიროების საბჭოს ამ წევრებმა, ასევე გერმიანიამ, აპრილში გაახლეს მოლაპარაკება სტამბოლში. შემდეგი რაუნდი ბაღდადში გაიმართება, მაისის ბოლოსთვის. თეირანმა ოთხშაბათს განაცხადა, ბაღდადში რომ შეეცდება მისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას.
XS
SM
MD
LG