Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო: სომხეთის საპარალამენტო არჩევნებმა კონკურენტულ გარემოში ჩაიარა, იყო ხარვეზები


ეუთოს დამკვირვებლემის ცნობით, სომხეთში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა კონკურენტულ და დიდწილად მშვიდ გარემოში ჩაიარა - თუმცა დემოკრატიულ პროცესში გამოკვეთილმა ხარვეზებმა დაასუსტა ამ კენჭისყრის მიმართ ნდობა. ეუთოს მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა თავად კენჭისყრას ჩრდილი მიაყენა „პროცესის პატიოსნების შესახებ ნდობის ზოგადმა ნაკლებობამ პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებაში“. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის მმართველმა, რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა, ხმათა თითქმის 45 პროცენტით. მმართველ კოალიციაში შედარებით მცირე პარტნიორი, პარტია„აყვავებული სომხეთი“ მეორე ადგილზე გადის, 31 პროცენტით. ოპოზიციურმა ბლოკმა - სომხეთის ეროვნულმა კონგრესმა - შესძლო იმ შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვა, რომელიც აუცილებელია პარლამენტში მოსახვედრად.
XS
SM
MD
LG