Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეობის გამო შეცვლილი სადაო საკონსტიტუციო ცვლილება ისევ დაზუსტდა


ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე საქართველოში დაბადებულ პირებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების შესაბამისი მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა. ახლებური რედაქცია იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. თავდაპირველი ვარიანტით ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე საქართველოში დაბადებულ პირს, რომელსაც ათი წელი მაინც უცხოვრია საქართველოში, მხოლოდ პასიური საარჩევნო ხმის უფლება უნდა ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მხოლოდ არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა ექნებოდა. საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის სხდომაზე კი ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული მუხლი კონსტიტუციაში გარდამავალ დებულებად ჩაიწერებოდა და ის მხოლოდ სამი წლის განმავლობაში იმუშავებდა. ხოლო იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა, აღნიშნულმა მუხლმა კიდევ ერთი ცვლილება განიცადა. კერძოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და საქართველოში ათი წელი მაინც უცხოვრიათ, როგორც პასიური, ისე აქტიური საარჩევნო უფლებაც ექნებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ როგორც არჩევნებში კენჭისყრის, ასევე ხმის მიცემის უფლებაც ექნებათ.
XS
SM
MD
LG