Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში აანთეს ოლიმპიური ჩირაღდანი ლონდონის წლევანდელი თამაშებისთვის


საბერძნეთში მდებარე ოლიმპიაში აანთეს ჩირაღდანი ლონდონის წლევანდელი ზაფხულის თამაშებისათვის. საბერძნეთში 2800 წლის წინ ჩატარდა პირველი ოლიმპიადა, რომელსაც წელს 27 ივლისიდან უმასპინძლებს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი. ჩირაღდნის ანთების დღევანდელ ცერემონიას დაესწრნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჟაკ როგე და ლონდონის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ოლიმპიური ჩემპიონი, მორბენალი სებასტიან კო. ახლა ჩირაღდნით 2900-კილომეტრიან მარშრუტს გაივლიან საბერძნეთის ტერიტორიაზე, სანამ მას გადასცემენ ბრიტანეთს, ათენში 17 მაისისთვის დაგეგმილ ცერემონიაზე. ამის შემდეგ დაიწყება ჩირაღდნის 12800-კილომეტრიანი ოდისეა ბრიტანეთში, 1000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლის გავლით, სანამ 27 ივლისს მიიტანენ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, ლონდონში.
XS
SM
MD
LG