Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში წყალდიდობას ემსხვერპლა მინიმუმ 17 ადამიანი


ავღანეთის ჩრდილოეთში დღეს წყალდიდობა მოხდა. სულ ცოტა, 17 ადამიანია დაღუპული. ”ასოშიეიტედ პრესის” ცნობით, მსხვერპლის რაოდენობა 27-ია. ავღანური სააგენტოს ინფორმაციით, ბევრი ადამიანი დაკარგულია. ტახარის პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა, რომ წყალდიდობა იშკამიშის რაიონში დღეს დილით ადრე მოხდა - მთიან ნაწილში, სადაც მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი ჩასვლა. წყალდიდობამ სარი პულის პროვინციაში მოიცვა სოფლები დეჰი და მურდა. შედეგად, დაღუპულია 21 ადამიანი, რომელთა უმრავლესობა ქორწილში იმყოფებოდა. ამ ორ სოფელში დაინგრა 45 სახლი, დაზიანდა - 150.
XS
SM
MD
LG