Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს ჯარისკაცი მოკლა ავღანელი ჯარისკაცის ფორმიანმა პირმა


ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (ISAF-ის) განცხადებით, მისი ჯარისკაცი მოკლა თავდამსხმელმა, რომელსაც ავღანელი ჯარისკაცის ფორმა ეცვა. ინციდენტი დღეს მოხდა აღმოსავლეთ ავღანეთში. ISAF-ის განცხადებით, დაწყებულია გამოძიება. ის არ ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენელია დაღუპული ჯარისკაცი, რადგან ასეთ ინფორმაციას, როგორც წესი, ავღანეთში სამხედრო მისიაში მონაწილე ქვეყნები ავრცელებენ. წელს უკვე რამდენიმეჯერ მოხდა, რომ ავღანელმა ჯარისკაცმა, ან ჯარისკაცად გადაცმულმა მეამბოხემ ცეცხლი გაუხსნა უცხოელ სამხედროებს. ეს ინციდენტები უნდობლობას იწვევს ნატოს სარდლობით მოქმედ კოალიციასა და მის ავღანელ პარტნიორებს შორის.
XS
SM
MD
LG