Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ქალაქ ალეპოში აფეთქება მოხდა


სირიიდან გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოში. როგორც იუწყებიან, მსხვერპლი არ მოჰყოლია აფეთქებას, რომელიც წუხელ მოეწყო და მიმართული იყო მთავრობის შენობის წინააღმდეგ. მაგრამ, როგორც ჩანს, მოგვიანებით დაწყებული სროლის შედეგად დაიღუპა ერთი მცველი. ამ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, სირიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღკვეთეს თვითმკვლელის მიერ აფეთქების მოწყობა იმავე ქალაქში, ალეპოში. ხუთშაბათს კი 55 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაიჭრა დედაქალაქ დამასკში ორი ბომბის აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG