Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში იმართება ტიმოშენკოს მომხრეთა საპროტესტო აქცია


კიევში შაბათს ასობით ადამიანი შეიკრიბა უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს მხარდასაჭერად და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. დემონსტრანტები მოითხოვენ, გათავისუფლდეს ტიმოშენკო, რომელსაც მისჯილი აქვს შვიდი წლით პატიმრობა, პრემიერ-მინისტრობის დროს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდების საფუძველზე. ტიმოშენკოს ქალიშვილმა, ევგენიამ დემონსტრაციაზე შეკრებილებს წაუკითხა დედამისის წერილი მოწოდებით, შეიქმნას ახალი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს რიგით მოქალაქეებს, დაიწყონ იმპიჩმენტის პროცესი ოფიციალური პირების წინააღმდეგ. პარასკევს იულია ტიმოშენკო საავადმყოფოში მოინახულა ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ, რომელმაც იანუკოვიჩი გააფრთხილა, რომ უკრაინას ემუქრება ევროპისაგან „იზოლაციის“ საფრთხე, თუ გაგრძელდება ტიმოშენკოსა და სხვა ოპოზიციონერების უფლებების შეზღუდვა.
XS
SM
MD
LG