Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში მიმდინარეობს ეუთოს ეკონომიკური კონფერენცია


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, რუსეთი აპირებს ჩაატაროს სამხედრო წვრთნები, რომლებსაც ჩვეულებრივ ზაფხულში ატარებს ხოლმე. ამ საკითხს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეეხო ბათუმში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ეუთო უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ორგანიზაციაა და მნიშვნელოვანია ამ საკითხზე მისი ინფორმირებულობა. ბათუმში ეუთოს კონფერენცია 14 ივნისამდე გრძელდება და მიზნად ისახავს ეუთოს სივრცეში ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას, მდგრადი განვითარებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პეტროს ეფტიმიუსი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე. პეტროს ეფტიმიუსმა და კონფერენციის ზოგმა სხვა მონაწილემ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის მიმართ.
XS
SM
MD
LG