Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში კვირას გაიმართება ბოლო მოლაპარაკება კოალიციის შესაქმნელად


საბერძნეთის პრეზიდენტმა კაროლოს პაპულიასმა ხვალისთვის დაიბარა სამი წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერები, კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოსალაპარაკებლად. პაპულიასი შეხვდება კონსერვატიული, სოციალისტური და ულტრამემარცხენე პარტიების ლიდერებს - ამ პარტიებს ერგოთ ყველაზე მეტი ხმა გასულ კვირას, 6 მაისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ სამივე პარტიის ლიდერებს ხელი მოეცარათ კოალიციური მთავრობის შექმნის მცდელობისას. თუ ვერც პაპულიასი შეძლებს პარტიების ლიდერებს შორის კოალიციაზე შეთანხმების მიღწევას, საბერძნეთში მომავალ თვეში მოუწევთ ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ამ გაურკვევლობის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მიმართავს თუ არა საბერძნეთი მომჭირნეობის ზომებს, რომლებიც ივალდებულა უცხოეთიდან 130 მილიარდი ევროს დახმარების მიღების სანაცვლოდ. გერმანიის ცენტრალური ბანკის დირექტორმა დღეს გააფრთხილა საბერძნეთი, რომ ვერ მიიღებს ფინანსურ დახმარებას, თუ უარს იტყვის უცხოელ კრედიტორებთან შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.
XS
SM
MD
LG