ორშაბათს ევროკაშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს ჯერჯერობით არ მიმართონ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის უკრაინაში გასამართი მატჩების ერთობლივ ბოიკოტს. თუმცა, ბრიუსელში შეკრებილმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოილაპარაკეს, რომ გადადებენ უკრაინასთან თანამშროლობის საბოლოო შეთანხმების ხელმოწერას ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული საგანგაშო ვითარების გამო. ტიმოშენკო შარშან ოქტომბერში გაასამართლეს და შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო. დასავლეთი თვლის, რომ განაჩენი პოლიტიკურად შეიძლებოდა ყოფილიყო მოტივირებული
ყველაზე პოპულარული
1