ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დღეს ჩამოახრჩეს 24 წლის ჯამალი ფაში, რომელსაც ბრალი ედებოდა ბირთვული ენერგეტიკის სფეროში მომუშავე მეცნიერის, თეირანის უნივერსიტეტის პროფესორ მასუდ ალი მუჰამადის მკვლელობაში. მოჰამადი 2010 წლის იანვარში მოკლეს - მისი სახლის შესასვლელთან ასაფეთქებელი მასალით აღჭურვილი მოტოციკლი აფეთქდა. თეირანი ისრაელსა და აშშ-ს 2010 წლის შემდეგ სულ ცოტა 4 ირანელი მეცნიერის მკვლელობაში სდებს ბრალს.
ყველაზე პოპულარული
1