Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი შეშფოთებულია სირიის ოპოზიციის წევრთა კოსოვოში შესაძლო წვრთნის გამო


რუსეთის ფედერაციის ელჩი გაეროში ვიტალი ჩურკინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი შეშფოთებულია ცნობებით, თითქოს სირიელი მეამბოხეები კოსოვოში გადიოდნენ მომზადებას. ჩურკინის თქმით, თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდება, სირიელი მებრძოლების კოსოვოში ყოფნა ძირს გამოუთხრის სირიაში მშვიდობის დამყარებისაკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას. კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ენვერ ჰოჯაიმ დაადასტურა კონტაქტები სირიის ოპოზიციასთან და განმარტა, რომ კოსოვო, რომელიც თავის დროზე იმავე მიზნის მისაღწევად იბრძოდა, პირველი სახელმწიფო იყო ევროპაში, რომელმაც მხარი დაუჭირა ლიბიის ოპოზიციას და სხვა არაბულ ქვეყნებს 2011 წელს. თუმცა, ჰოჯაიმ უარყო ბრალდებები, თითქოს სირიის ოპოზიციის მებრძოლები წვრთნებს კოსოვოში გადიოდნენ.
XS
SM
MD
LG