Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადი გამოთქვამს ლონდონის ოლიმპიადაზე დასწრების სურვილს


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი აცხადებს, რომ სურს დაესწროს 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ლონდონში, მაგრამ პრობლემას ხვდება ბრიტანეთის მხრიდან. ირანის საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ცნობით, აჰმადინეჟადმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ სურს ლონდონში „ირანელი ათლეტების გვერდით" იყოს, მაგრამ ბრიტანეთი არ აძლევს ამის შესაძლებლობას. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. ბრიტანეთსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს ირანთან უთანხმოება აქვთ მისი ბირთვული პროგრამის გამო, რომელიც, დასავლეთის შეფასებით, ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. ირანი უარყოფს ბრალდებას. ბრიტანეთმა 2011 წელს გაიყვანა თეირანიდან თავისი დიპლომატები მას შემდეგ, რაც ირანელების ჯგუფი შეიჭრა ბრიტანეთის საელჩოში.
XS
SM
MD
LG