Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააგენტო Moody's-მა ესპანეთის ბანკებს რეიტინგი შეუმცირა


საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საკრედიტო რეიტინგი შეუნცირა 16 ესპანურ ბანკს. ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისით არის გამოწვეული. ესპანეთის ეკონომიკია რეცესიაშია და უმუშევრობის მაჩვენებელმა 20 პროცენტს მიაღწია. ამ პირობებში Moody's-ს ეჭვი შეაქვს ესპანეთის საბანკო სისტემის მდგრადობაში. ექსპერტების აზრით, ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება კიდევ უფრო დააჩქაროს ევროს კურის დაცემა დოლართან მიმართებაში.
XS
SM
MD
LG