Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათს ოფიციალურად იქნა დათხოვნილი საბერძნეთის პარლამენტი


შაბათს ოფიციალურად იქნა დათხოვნილი საბერძნეთის პარლამენტი და 17 ივნისისთვის დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები. ივნისის არჩევნების მიზანია, ბოლო მოუღოს პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც წარმოიშვა მას მერე, რაც 6 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერ მოხერხდა უმრავლესობის მთავრობის შექმნა და პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს მმართველ კოალიციაზე შეთანხმება. ამჟამად ქვეყანას უძღვება 16 წევრისგან შემდგარი კაბინეტი, რომელიც არ არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც სავალდებულო იქნება საერთაშორისო თვალსაზრისით. პოლიტიკური ვაკუუმი ბადებს ევროზონიდან საბერძნეთის გასვლის თაობაზე შიშს. ათენმა მომავალ თვეში ახალი ზომები უნდა გაატაროს ბიუჯეტის შესაკვეცად, რათა ფინანსური დახმარების მორიგი ტრანში მიიღოს ევროკავშირისგან და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან.
XS
SM
MD
LG