Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ხელისუფლებამ Twitter-ის ბლოკირება მოახდინა


პაკისტანის ხელისუფლებამ ინტერნეტ-რესურსის, Twitter-ის ბლოკირება მოახდინა ადგილობრივი მომხმარებლებისთვის. ისლამაბადის ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელეს Twitter-ის ადმინისტრაციის უარი, საიტიდან მოხსნას მასალები, რომლებიც დაკავშირებულია წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებზე გამოცხადებულ კონკურსთან. მრავალი მუსულმანი მკრეხელობად მიიჩნევს წინასწარმეტყველის გამოსახულების გამოქვეყნებას, ისეთი გამოსახულებისასაც, რომელიც არ გულისხმობს დაცინვას. 2010 წელს მსგავსი კონკურსის გამო პაკისტანში ორი კვირის განმავლობაში იყო ბლოკირებული სოციალური ქსელი Facebook-ი.
XS
SM
MD
LG